საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბორის ბერეზოვსკი - საბედისწერო კარმული მისია
ბორის ბერეზოვსკი - საბედისწერო კარმული მისია

მა­ინც რო­გორ მო­ა­ხერ­ხეს ცხოვ­რე­ბა­ში ამ­დე­ნის­თვის მი­ეღ­წი­ათ. რამ ითა­მა­შა მათ გრან­დი­ო­ზულ წარ­მა­ტე­ბა­ში უმ­თავ­რე­სი როლი და ბო­ლოს, რო­მელ იღ­ბლი­ან ვარ­სკვლავ­ზე და­ბა­დე­ბა არ­გუ­ნათ გან­გე­ბამ?

ბო­რის აბ­რა­ა­მის ძე ბე­რე­ზოვ­სკი, – ცნო­ბი­ლი რუსი ოლი­გარ­ქი და ოდი­ო­ზუ­რი ფი­გუ­რა. ამო­უც­ნო­ბი და მრა­ვალ­სა­ხო­ვა­ნი. მან გა­ი­ა­რა გზა კო­ლო­სა­ლუ­რი წარ­მა­ტე­ბი­დან სა­ბო­ლოო და­ცე­მამ­დე. რუს­მა ას­ტრო­ლო­გებ­მა სცა­დეს ცნო­ბი­ლი ოლი­გარ­ქის ცხოვ­რე­ბა და ბე­დის­წე­რა, მისი და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი­სა და პი­რა­დი რუ­კის მი­ხედ­ვით გა­ე­შა­ლათ სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვალ­წინ. მა­ინც, რა გავ­ლე­ნა იქო­ნი­ეს ვარ­სკვლა­ვებ­მა ბე­რე­ზოვ­სკის ბედ­ზე და შე­ეძ­ლო თუ არა მას სა­ევ­დი­ა­ნი ფი­ნა­ლის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა, კონ­სულ­ტა­ცია რომ ას­ტრო­ლოგ­თან გა­ევ­ლო.

ბო­რის ბე­რე­ზოვ­სკი 1946 წლის 23 იან­ვარს ქა­ლაქ მოს­კოვ­ში და­ი­ბა­და. რექ­ტი­ფი­კა­ცი­ის მი­ხედ­ვით და­ახ­ლო­ე­ბით დი­ლის 3 სა­ათ­სა და 0.1 წუთ­ზე.

მისი კოს­მოგ­რა­მის დო­მი­ნან­ტუ­რი პლა­ნე­ტა რუ­კის მი­ხედ­ვით მზეა, რო­მე­ლიც მერ­წყუ­ლის ზო­დი­ა­ქოს იკა­ვებს. მერ­წყუ­ლე­ბი რო­გორც ცნო­ბი­ლია, იშ­ვი­ა­თად მი­დი­ან სხვე­ბის გაკ­ვა­ლუ­ლი ბი­ლი­კე­ბით და ყო­ველ­თვის ამ­ჯო­ბი­ნე­ბენ, სა­კუ­თა­რი გზა მო­ნა­ხონ თვით­გან­ვი­თა­რე­ბის­თვის. თუმ­ცა, არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, ისი­ნი ხში­რად მთელ ცხოვ­რე­ბას "ტო­ტა­ლუ­რი უიღ­ბლოს" სა­ხე­ლი­თაც ატა­რე­ბენ; მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ კა­ცობ­რი­ო­ბა არ არის მზად მი­ი­ღოს მათი ნო­ვა­ტო­რუ­ლი იდე­ე­ბი. თუმ­ცა ზოგ­ჯერ ისეც ხდე­ბა, რომ ჭკვი­ა­ნი მერ­წყუ­ლი რა­ი­მე ორი­გი­ნა­ლურ სფე­როს ირ­ჩევს სა­მოღ­ვა­წე­ოდ და კო­ლო­სა­ლურ წარ­მა­ტე­ბა­საც აღ­წევს ამ მხრივ. ეს იმი­ტომ რომ, მერ­წყუ­ლი ყო­ველ­თვის ნო­ვა­ტო­რულ მე­თო­დებს გეგ­მავს საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო­ში. შე­სა­ბა­მი­სად, იგი ამ მე­თო­დით საკ­მა­ოდ დიდი კა­პი­ტა­ლის დაგ­რო­ვე­ბას ახერ­ხებს.

Astrologia

ბე­რე­ზოვ­სკის რუ­კა­ში აქ­ტი­უ­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი მშვილ­დოს­ნის ზო­დი­ა­ქოს გავ­ლე­ნა, მი­ა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რომ ეს ადა­მი­ა­ნი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გამ­ხდა­რი­ყო დიდი ფუ­ლის პატ­რო­ნი ბედ­ნი­ე­რი შემ­თხვე­ვი­თო­ბე­ბის წყა­ლო­ბით. ხოლო უფრო დე­ტა­ლუ­რად ფუ­ლის შოვ­ნის გზებ­ზე მისი იუ­პი­ტე­რი მი­უ­თი­თებს, რო­მე­ლიც 12 სახ­ლშია და აშ­კა­რად გვაძ­ლევს მი­ნიშ­ნე­ბას იმა­ზე, რომ ფული ძი­რი­თა­დად გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი არ­ხე­ბით ან საქ­მი­ა­ნო­ბით გა­მო­მუ­შავ­დე­ბო­და. თუმ­ცა, იუ­პი­ტე­რის ეს მდე­ბა­რე­ო­ბა, ასე­ვე მი­უ­თი­თებს გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან თა­ვის არი­დე­ბის ტენ­დენ­ცი­ა­სა და იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ მფარ­ვე­ლებ­ზე, რო­მელ­თაც მის­თვის ფი­ნან­სუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბა მოჰ­ქონ­დათ. ასე­ვე ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე, რო­მე­ლიც მას გა­ნუ­სა­ზღვრელ უფ­ლე­ბებს ანი­ჭებ­და. 12 სახ­ლი იდუ­მა­ლე­ბის ფარ­დით ფა­რავს ასე­ვე ბე­რე­ზოვ­სკის სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბულ ბევრ არ­ცთუ სუფ­თა ის­ტო­რი­ას და დიდი შან­სია იმი­სა, რომ ამ ფაქ­ტებს არც არა­სო­დეს მო­ე­ფი­ნე­ბა ნა­თე­ლი. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნაკ­ლე­ბად გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

იუ­პი­ტე­რი მე-12 სახ­ლში ასე­ვე მი­უ­თი­თებს იმა­ზე, რომ ამ პი­როვ­ნე­ბას არა­სო­დეს ექ­ნე­ბო­და შე­საძ­ლებ­ლო­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჩა­ეგ­დო ხელ­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის სა­და­ვე­ე­ბი და იგი კუ­ლი­სეს­მიღ­მა ლი­დე­რო­ბას უნდა დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბო­და. თუმ­ცა, ისეთ სა­ხელ­მწი­ფო­ში სა­დაც მოქ­მე­დებს პრინ­ცი­პი "ფული უდ­რის ძა­ლა­უფ­ლე­ბას" ბე­რე­ზოვ­სკის­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი ვერ გა­უძ­ლებ­და ცდუ­ნე­ბას არ ჩარ­თუ­ლი­ყო დიდ პო­ლი­ტი­კა­ში და აი, სწო­რედ აქ და­უშ­ვა მან სა­ბე­დის­წე­რო შეც­დო­მა, იმი­ტომ რომ მე­თორ­მე­ტე სახ­ლის იუ­პი­ტე­რი ამ­გვარ წა­მო­წყე­ბას ნამ­დვი­ლად არა­სო­დეს მი­ე­სალ­მე­ბა.

თუკი წლე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­ვი­ძი­ებთ, ბე­რე­ზოვ­სკის სა­ბე­დის­წე­რო გზა­ზე დად­გო­მა ჯერ კი­დევ შო­რე­ულ 1996 წელს და­ი­წყო, როცა იგი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნა­შემ­წის პოსტზე და­ი­ნიშ­ნა. თუმ­ცა ჩნდე­ბა კი­თხვა, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ბე­რე­ზოვ­სკი მის­თვის სა­ბე­დის­წე­რო იუ­პი­ტე­რის გზას არ აირ­ჩევ­და, რა ბედი ელო­და მას ან თუ შე­ეძ­ლო თავი სხვა, გა­ცი­ლე­ბით უფრო უსაფრ­თხო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის მი­ე­ძღვნა? ამა­ზე პა­სუხს მის კოს­მოგ­რა­მა­ში მთვა­რის კვან­ძე­ბის გან­ლა­გე­ბა მოგ­ვცემს. მისი დაღ­მა­ვა­ლი კვან­ძის მე­ო­რე სახ­ლში, ხოლო აღ­მა­ვა­ლის მერ­ვე სახ­ლში გან­ლა­გე­ბა პირ­და­პირ მი­ნიშ­ნე­ბას იძ­ლე­ვა იმა­ზე, რომ ამ ადა­მი­ანს კარ­მუ­ლად ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი პროგ­რა­მა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მას, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქო­ნო­და საქ­მე ფულ­თან, უფრო მე­ტიც – დიდ ფულ­თან. მაგ­რამ ბე­რე­ზოვ­სკიმ მერ­ვე სახ­ლის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა დეგ­რა­და­ცი­ის გზით სა­ვა­ლად გა­მო­ი­ყე­ნა. თუ­მა­ღა, მთვა­რის კვან­ძე­ბის კავ­შირს ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ იუ­პი­ტერ­თან, მა­ინც იმ დას­კვნამ­დე მივ­ყა­ვართ რომ ამ პი­როვ­ნე­ბას, უბ­რა­ლოდ არ შე­ეძ­ლო სხვა გზით წას­ვლა და ავად თუ კარ­გად, მან ეს გზა მა­ინც გა­ი­ა­რა.

Astrologia

სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, ისიც რომ გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს, მის ტრან­ზი­ტულ რუ­კა­ზე აღ­მა­ვა­ლი კვან­ძი ას­ცე­დენ­ტის ნი­შანს უახ­ლოვ­დე­ბო­და, ხოლო შავი მთვა­რე ანუ ლი­ლი­ტი შე­ერ­თე­ბას აკე­თებ­და, იგი­ვე რე­დიქ­სულ აღ­მა­ვალ კვანძთან მერ­ვე სახ­ლში. ეს ორი ას­პექ­ტი კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნიშ­ნე­ბაა იმა­ზე, რომ ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში დად­გა დრო, როცა მან წარ­სუ­ლის შეც­დო­მებ­ზე მკაც­რად უნდა აგოს პა­სუ­ხი. სხვა სი­ტყვე­ბით რომ ვთქვათ "კარ­მულ­მა ინ­სპექ­ცი­ამ" შე­ის­წავ­ლა რა ადა­მი­ა­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბი, შე­დე­გად აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ პი­როვ­ნე­ბამ დეგ­რა­და­ცი­ის გზა­ზე სვლით, კარ­მუ­ლი ხაზი კი­დევ უფრო და­უმ­ძი­მა სა­კუ­თარ თავს, ამი­ტომ მი­ღე­ბულ იქნა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა – შე­ე­წყვი­ტა მის­თვის სა­სი­ცო­ცხლო ვადა ამ კონ­კრე­ტულ ინ­კარ­ნა­ცი­ა­ში.

ბორის ბერეზოვსკი - საბედისწერო კარმული მისია

ბორის ბერეზოვსკი - საბედისწერო კარმული მისია

მაინც როგორ მოახერხეს ცხოვრებაში ამდენისთვის მიეღწიათ. რამ ითამაშა მათ გრანდიოზულ წარმატებაში უმთავრესი როლი და ბოლოს, რომელ იღბლიან ვარსკვლავზე დაბადება არგუნათ განგებამ?

ბორის აბრაამის ძე ბერეზოვსკი, – ცნობილი რუსი ოლიგარქი და ოდიოზური ფიგურა. ამოუცნობი და მრავალსახოვანი. მან გაიარა გზა კოლოსალური წარმატებიდან საბოლოო დაცემამდე. რუსმა ასტროლოგებმა სცადეს ცნობილი ოლიგარქის ცხოვრება და ბედისწერა, მისი დაბადების თარიღისა და პირადი რუკის მიხედვით გაეშალათ საზოგადოების თვალწინ. მაინც, რა გავლენა იქონიეს ვარსკვლავებმა ბერეზოვსკის ბედზე და შეეძლო თუ არა მას საევდიანი ფინალის თავიდან აცილება, კონსულტაცია რომ ასტროლოგთან გაევლო.

ბორის ბერეზოვსკი 1946 წლის 23 იანვარს ქალაქ მოსკოვში დაიბადა. რექტიფიკაციის მიხედვით დაახლოებით დილის 3 საათსა და 0.1 წუთზე.

მისი კოსმოგრამის დომინანტური პლანეტა რუკის მიხედვით მზეა, რომელიც მერწყულის ზოდიაქოს იკავებს. მერწყულები როგორც ცნობილია, იშვიათად მიდიან სხვების გაკვალული ბილიკებით და ყოველთვის ამჯობინებენ, საკუთარი გზა მონახონ თვითგანვითარებისთვის. თუმცა, არცთუ იშვიათად, ისინი ხშირად მთელ ცხოვრებას "ტოტალური უიღბლოს" სახელითაც ატარებენ; მხოლოდ იმიტომ, რომ კაცობრიობა არ არის მზად მიიღოს მათი ნოვატორული იდეები. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჭკვიანი მერწყული რაიმე ორიგინალურ სფეროს ირჩევს სამოღვაწეოდ და კოლოსალურ წარმატებასაც აღწევს ამ მხრივ. ეს იმიტომ რომ, მერწყული ყოველთვის ნოვატორულ მეთოდებს გეგმავს საქმიანობის სფეროში. შესაბამისად, იგი ამ მეთოდით საკმაოდ დიდი კაპიტალის დაგროვებას ახერხებს.

Astrologia

ბერეზოვსკის რუკაში აქტიურად გამოკვეთილი მშვილდოსნის ზოდიაქოს გავლენა, მიანიშნებს იმაზე, რომ ეს ადამიანი აუცილებლად უნდა გამხდარიყო დიდი ფულის პატრონი ბედნიერი შემთხვევითობების წყალობით. ხოლო უფრო დეტალურად ფულის შოვნის გზებზე მისი იუპიტერი მიუთითებს, რომელიც 12 სახლშია და აშკარად გვაძლევს მინიშნებას იმაზე, რომ ფული ძირითადად გასაიდუმლოებული არხებით ან საქმიანობით გამომუშავდებოდა. თუმცა, იუპიტერის ეს მდებარეობა, ასევე მიუთითებს გადასახადებისგან თავის არიდების ტენდენციასა და იდუმალებით მოცულ მფარველებზე, რომელთაც მისთვის ფინანსური სტაბილურობა მოჰქონდათ. ასევე ძალაუფლებაზე, რომელიც მას განუსაზღვრელ უფლებებს ანიჭებდა. 12 სახლი იდუმალების ფარდით ფარავს ასევე ბერეზოვსკის სახელთან დაკავშირებულ ბევრ არცთუ სუფთა ისტორიას და დიდი შანსია იმისა, რომ ამ ფაქტებს არც არასოდეს მოეფინება ნათელი. ყოველ შემთხვევაში მათ შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად გახდება ცნობილი.

იუპიტერი მე-12 სახლში ასევე მიუთითებს იმაზე, რომ ამ პიროვნებას არასოდეს ექნებოდა შესაძლებლობა ოფიციალურად ჩაეგდო ხელში ძალაუფლების სადავეები და იგი კულისესმიღმა ლიდერობას უნდა დაკმაყოფილებოდა. თუმცა, ისეთ სახელმწიფოში სადაც მოქმედებს პრინციპი "ფული უდრის ძალაუფლებას" ბერეზოვსკისნაირი ადამიანი ვერ გაუძლებდა ცდუნებას არ ჩართულიყო დიდ პოლიტიკაში და აი, სწორედ აქ დაუშვა მან საბედისწერო შეცდომა, იმიტომ რომ მეთორმეტე სახლის იუპიტერი ამგვარ წამოწყებას ნამდვილად არასოდეს მიესალმება.

თუკი წლების მიხედვით გამოვიძიებთ, ბერეზოვსკის საბედისწერო  გზაზე დადგომა ჯერ კიდევ შორეულ 1996 წელს დაიწყო, როცა იგი რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწის პოსტზე დაინიშნა. თუმცა ჩნდება კითხვა, იმ შემთხვევაში თუ ბერეზოვსკი მისთვის საბედისწერო იუპიტერის გზას არ აირჩევდა, რა ბედი ელოდა მას ან თუ შეეძლო თავი სხვა, გაცილებით უფრო უსაფრთხო საქმიანობისთვის მიეძღვნა? ამაზე პასუხს მის კოსმოგრამაში მთვარის კვანძების განლაგება მოგვცემს. მისი დაღმავალი კვანძის მეორე სახლში, ხოლო აღმავალის მერვე სახლში განლაგება პირდაპირ მინიშნებას იძლევა იმაზე, რომ ამ ადამიანს კარმულად ჰქონდა ჩართული პროგრამა, რომლის მიხედვითაც მას, აუცილებლად უნდა ჰქონოდა საქმე ფულთან, უფრო მეტიც – დიდ ფულთან. მაგრამ ბერეზოვსკიმ მერვე სახლის დანიშნულება დეგრადაციის გზით სავალად გამოიყენა. თუმაღა, მთვარის კვანძების კავშირს ზემოთ ხსენებულ იუპიტერთან, მაინც იმ დასკვნამდე მივყავართ რომ ამ პიროვნებას, უბრალოდ არ შეეძლო სხვა გზით წასვლა და ავად თუ კარგად, მან ეს გზა მაინც გაიარა.

Astrologia

საინტერესო ფაქტია, ისიც რომ გარდაცვალების დღეს, მის ტრანზიტულ რუკაზე აღმავალი კვანძი ასცედენტის ნიშანს უახლოვდებოდა, ხოლო შავი მთვარე ანუ ლილიტი შეერთებას აკეთებდა, იგივე რედიქსულ აღმავალ კვანძთან მერვე სახლში. ეს ორი ასპექტი კონკრეტული მინიშნებაა იმაზე, რომ ადამიანის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა მან წარსულის შეცდომებზე მკაცრად უნდა აგოს პასუხი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ "კარმულმა ინსპექციამ" შეისწავლა რა ადამიანის განვითარების ეტაპები, შედეგად აღმოაჩინა, რომ პიროვნებამ დეგრადაციის გზაზე სვლით, კარმული ხაზი კიდევ უფრო დაუმძიმა საკუთარ თავს, ამიტომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – შეეწყვიტა მისთვის სასიცოცხლო ვადა ამ კონკრეტულ ინკარნაციაში.

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი თევზებისთვის

პროგნოზები

2020 წლის ასტროლოგიური პროგნოზი მამაკაცი და ქალბატონი მორიელებისთვის